primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

ნანოტექნოლოგიები – მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

  • საზოგადოება
  • 19.11.2018
  • 13:51
ნანოტექნოლოგიები – მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია ტექნიკურ უნივერსიტეტში

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია – „ნანოტექნოლოგიები“ (ნანო-2018) გაიხსნა. საერთაშორისო კონფერენცია ხუთდღიანია და მას მსოფლიოს 21 ქვეყნის – ავსტრიის, აზერბაიჯანის, აშშ-ის, ბელარუსის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, ეგვიპტის, ერაყის, თურქეთის, კანადის, ლიეტუვის, მექსიკის, პოლონეთის, რუსეთის, საფრანგეთის, საქართველოს, სლოვაკეთის, სომხეთის, უკრაინის, უნგრეთისა და ყაზახეთის სამეცნიერო დელეგაციები ესწრებიან.

კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, ზურაბ გასიტაშვილმა გახსნა. როგორც მან აღნიშნა, ნანოტექნოლოგიური კონფერენცია საქართველოში 2010 წლიდან მოყოლებული, ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. კონფერენციათა ე.წ. რეგულარული სერია  თანამედროვე მეცნიერებისა და ტექნიკის ამ მნიშვნელოვანი სფეროს ყველაზე უფრო აქტუალურ პრობლემებს ეძღვნება.

„ნანო-2018“-ზე მეცნიერები და მკვლევარები, ისევე როგორც ინჟინრები და ტექნოლოგები, განიხილავენ ახალი ნანომასალების სინთეზის მეთოდებს, მათი სტრუქტურის, ფიზიკური, ქიმიური და ტექნოლოგიური თვისებების კვლევებს, აგრეთვე, ტექნიკაში მათი გამოყენების შესაძლებლობებს. ველი, რომ კონფერენცია შეაფასებს დღევანდელ მდგომარეობას ნანოტექნოლოგიებში, ამ დარგის ახალ მიღწევებსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივებს.

როგორც ეს ჩანს კონფერენციის პროგრამიდან, დაგეგმილ ზეპირ და პოსტერულ სესიებზე წარმოდგენილი იქნება ნანოსისტემების ექსპერიმენტული შესწავლით მიღებული ახალი შედეგები მათი მოდელირების თეორიულ მიდგომებთან ერთად.

დარწმუნებული ვართ, რომ ეს საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი კარგ პლატფორმად გადაიქცევა ნანონომინაციებისა და ნანოტექნოლოგიებისათვის, რომ გამართონ ფართო დისციპლინათშორისი დისკუსია და ამ გზით არამარტო ინტენსიური გახადონ არსებული თანამშრომლობა, არამედ ხელიც შეუწყონ მომავალ თანამშრომლობას ნანოტექნოლოგიურ კვლევებში“, – განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

„ნანო-2018“-ის ზეპირი და პოსტერული სესიების თემატიკა მრავალფეროვანია. ის მოიცავს ნანოტექნოლოგიას, ნანოფიზიკას, ნანოქიმიას, ნანობიოოლოგიასა და ნანომედიცინას, ასევე ნანომასალათმცოდნეობას, ნანოინჟინერიასა და ნანოელექტრონიკას, ეხება ნანოუსაფრთხოებასა და  ნანოგანათლებას და ა.შ.  20-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტების, კვლევითი ინსტიტუტებისა და სამეცნიერო ცენტრების მკვლევერთა მიერ 140-მდე მოხსენებაა წარმოდგენილი.

ცნობისთვის:  1959 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა, რიჩარდ ფეინმანმა თავის მოხსენებაში – “იქ ქვევით საკმარისი ადგილია” – პირველად წამოაყენა მოსაზრება, რომ შესაძლოა ატომების გადაადგილება მექანიკურად, მანიპულატორების საშუალებით. ითვლება, რომ ეს იყო პირველი ნაბიჯი ნანოტექნოლოგიების განვითარებაში. ტერმინი „ნანოტექნოლოგია“ პირველად 1974 წელს გამოიყენა ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორმა, ნორიო ტანიგუჩიმ. მან ამ ტერმინით რამდენიმე ნანომეტრის ზომის ობიექტის შექმნა განსაზღვრა. დღეისათვის, ნანოტექნოლოგია ფუნდამენტური და გამოყენებითი მეცნიერებისა და ტექნიკის დისციპლინათშორისი სფეროა, რომელიც საგნების ატომურ და მოლეკულურ დონეზე მანიპულირების მეთოდებსა და ხერხებს შეისწავლის. ზოგადად ნანოტექნოლოგია იკვლევს სტრუქტურებს, რომელთა ზომა 100 ნანომეტრს არ აღემატება და მოიცავს მასალებისა და მოწყობილობების შემუშავებას ამ ზომის ფარგლებში. ნანოტექნოლოგია უკიდურესად მრავალფეროვანია და მოიცავს, როგორც არსებული მოწყობილობების ახლებურად აწყობის საშუალებებს, ისე სრულიად ახალი მასალების შექმნას ნანოშკალის დონეზე. ნანოტექნოლოგიას აქვს პოტენციალი შექმნას მრავალი ახალი მოწყობილობა, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დარგში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

19.11.2018

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge