png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" პირველი კომუნალური კომპანიაა ქვეყანაში, რომელსაც Fitch Ratings-მა რეიტინგი „BB -" მიანიჭა

  • ეკონომიკა
  • 08.12.2015
  • 13:07
  „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" პირველი კომუნალური კომპანიაა ქვეყანაში, რომელსაც Fitch Ratings-მა რეიტინგი „BB -" მიანიჭა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს", 2015 წლის 8 დეკემბერს, რეიტინგი „BB-" მიანიჭა, რაც კომპანიის მიმართ სანდოობის მაღალი ხარისხის, ფინანსური მდგრადობისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში" სისტემური მენეჯმენტის არსებობის მაჩვენებელია.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" საქართველოში პირველი არასაფინანსო, კერძო კომპანიაა, რომელსაც Fitch Ratings-მა პირველივე ცდაზე ქვეყნის უმაღლესი სუვერენული გრძელვადიანი რეიტინგი „BB-" მიანიჭა, სტაბილური პროგნოზით. რეიტინგის მინიჭებისთვის საკონსულტაციო მომსახურება და პარტნიორობა, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს" კომპანია „გალტ ენდ თაგარტმა" (Galt & Taggart) გაუწია. საქართველოს სუვერენული რეიტინგი ის ფაქტობრივი მაქსიმუმია, რაც ქვეყანაში მოქმედმა კომპანიამ შეიძლება მიიღოს. აღნიშნული სიახლე კომპანიას მაღალ პასუხისმგებლობას აკისრებს, რადგან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" პირველი კომუნალური კომპანიაა ქვეყანაში, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია კომპანიისთვის, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს GWP-ის კორპორაციულ მართვას და გაზრდის მის შესაძლებლობას მოიზიდოს ინვესტიცია. 

Fitch Ratings-ი  მსოფლიოში წამყვანი სარეიტინგო სააგენტოა ფინანსურ-საინფორმაციო მომსახურების სფეროში. ის წამყვანი პროვაიდერია საკრედიტო რეიტინგებისა და კვლევის მიმართულებით. Fitch Ratings-ი უზრუნველყოფს დამოუკიდებელად ღირებული და გლობალურად პერსპექტიული საკრედიტო მოსაზრებების შეთავაზებას მსოფლიო ბაზრისთვის. Fitch Ratings-ის ძლიერი საბაზრო გამოცდილება და ადგილობრივ საკრედიტო ბაზარებზე მათი ექსპერტიზა დამატებით შესაძლებლობებს აძლევს საინვესტიციო ფონდებსა და ინვესტორებს, მაღალი ნდობით მიიღონ მნიშვნელოვანი საკრედიტო და ფინანსური გადაწყვეტილებები. სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ს გააჩნია ფინანსური მდგომარეობის შეფასების სხვადასხვა პარამეტრი. Fitch Ratings-ის რეიტინგები ერთ-ერთი ძირითადი მაჩვენებელია, რომელსაც ყურადღებას აქცევენ საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციები და ინვესტორები, სამომავლოდ, კომპანიაში ინვესტიციის განხორციელების მიზნით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge