primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ჩვენ ვნახეთ ადამიანი ნირწამხდარი, რომელსაც ეტყობოდა სუსის“ კვალი და „ქართული ოცნების“ დაწერილი ტექსტი - გიგი უგულავა

  • პოლიტიკა
  • 19.11.2018
  • 16:00
ჩვენ ვნახეთ ადამიანი ნირწამხდარი, რომელსაც ეტყობოდა სუსის“ კვალი და „ქართული ოცნების“ დაწერილი ტექსტი - გიგი უგულავა

„ქართულ ოცნებას“ შმორის სუნი ასდის, აი, ასეთი ქმედებების შემდეგ. ჩვენი პარტიისთვის ყოველი ადამიანი ძვირფასია, მაგრამ ამ ბრძოლაში იწრთობა პარტია, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლისაა და რაც არ კლავს ყველაფერი გაძლიერებს", - ასე გამოეხმაურა ბათუმშ გამართულ ბრიფინგზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა პარტიის აჭარის რეგიონულმა ხელმძღვანელის რაულ თავართქილაძის განცხადებას პარტის დატოვების შესახებ.

"დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რაულ თავართქილაძემ და რამდენიმე ჩვენმა უკვე  ყოფილმა კოლეგამ დატოვეს „ევროპული საქართველო“. ძალიან სავალალოდ გამოიყურებოდა ის ბრიფინგი რაც მე ვნახე. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანები ესე უტიფრად იტყუებიან. ჩვენ ვნახეთ ხუთჯერ ჩაწერილი დუბლი, ჩვენ ვნახეთ ადამიანი შეშინებული და ნირწამხდარი, ჩვენ ვნახეთ ადამიანი, რომელსაც ეტყობოდა პირდაპირ, ფიზიკურად ეტყობოდა „სუსის“ კვალი და ეტყობოდა „ქართული ოცნების“ დაწერილი ტექსტი. ჩვენ ვიმყოფებით ძალიან რთულ ბრძოლაში. ბატონი რაულისთვის ისევე როგორც დანარჩენებისთვის კარგად იყო ცნობილი, ჯერ კიდევ 5 თვის წინ, როდესაც „ევროპულმა საქართველომ EPP-ის ფარგლებში ხელი მოაწერა შეთანხმებას ენმ-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც ჩვენ ორი პარტია ვიღებდით და ავიღეთ ვალდებულება იმისათვის, რომ მეორე ტურში გასული კანდიდატისთვის მხარი დაგვეჭირა. მეტიც, ბატონი თავართქილაძე, უკვე პირველი ტურის დასრულებისთანავე, თავად მონაწილეობდა პოლიტსაბჭოს სხდომაში, სადაც პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა ჩვენს ამ გადაწყვეტილებას. მეტიც, მთელი ამ ორი კვირის განმავლობაში ბატონი თავართქილაძე და ჩვენი ყოფილი კოლეგები თავად მონაწილეობდნენ ერთობლივ პროცესში, რასაც ჰქვია არა სალომე ზურაბიშვილს. ამიტომ მის მიერ წაკითხული ტექსტი მეტყველებს მასზე და მხოლოდ „ქართულ ოცნებაზე“. როგორ აფუჭებს მორალურად, ზნეობრივად, კაცურად როგორ აფუჭებს ადამიანებს. „ქართულ ოცნებას“ შმორის სუნი ასდის, აი, ასეთი ქმედებების შემდეგ. ჩვენი პარტიისთვის ყოველი ადამიანი ძვირფასია, მაგრამ ამ ბრძოლაში იწრთობა პარტია, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლისაა და რაც არ კლავს ყველაფერი გაძლიერებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ცვლილებები რაც აქ აჭარაში, ჩვენს პარტიაში  განხორციელდება, მხოლოდ საერთო საქმეს დაეხმარება და საერთო საქმეში შეიტანს წვლილს", - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეს, “ევროპული საქართველოს” აჭარის ორგანიზაციის წევრებმა პარტია დატოვეს. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge