გერმანიის პოლიციამ მძევლად აყვანილი ქალი გაათავისუფლა
- მსოფლიო
- 19.11.2018
- 16:34
გერმანიის ქალაქ ბოხუმის პოლიციამ ავტოგასამართი სადგურის თანამშრომელი, რომელიც მძევლად იყო აყვანილი, გაათავისუფლა.
უცნობი მამაკაცი, რომელმაც ქალი მძევლად დაუდგენელი მიზეზით აიყვანა, დააკავებულია. ავტოგასამართი სადგურის თანამშრომელი არ დაშავებულა.
შეიარაღებულმა მამაკაცმა ქალი მძევლად დღეს აიყვანა.