primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

600 000 ჩვენი მოქალაქე, უპრეცედენტო სოლიდარობის აქციით, დაბრუნდება ბიზნესსა და ეკონომიკაში - ბესელია

  • პოლიტიკა
  • 20.11.2018
  • 12:39
600 000 ჩვენი მოქალაქე, უპრეცედენტო სოლიდარობის აქციით, დაბრუნდება ბიზნესსა და ეკონომიკაში - ბესელია

600 ათასზე მეტი მოქალაქისთვის დავალიანების განულების ინიციატივა ყველაზე მასშტაბური სოლიდარობის აქტია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისი თქმით, 600 000-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთვება ეკონომიკურ აქტივობაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„გუშინდელი უპრეცედენტო გადაწყვეტილება მართლაც ყველაზე მასშტაბური სოლიდარობის აქტია, რომლითაც 600 000 ჩვენს მოქალაქეს, მათ შორის 150 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველია და არის ათასობით შშმ-პირი, გაუნულდებათდავალიანება, რაც აქვთ 2000 ლარის ფარგლებში აღებული და ამ ვალდებულებას დაფარავს „ქართუ“. უპრეცედენტო სოლიდარობის აქციით და ამ გადაწყვეტილებით ისინი დაბრუნდებიან ბიზნესში, ეკონომიკაში, ჩაერთვებიან საერთო ეკონომიკურ ბაზაში. ეს არის უმნიშვნელოვანესი ბიძგი და მხარდაჭერა, როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე თითოეული ამ მოქალაქის სოციალური მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამასთან ეკა ბესელია განმარტავს, რომ აღნიშნული ინიციატივა არ გულისხმობს სახელმწიფო რესურსების გამოყენებას, არამედ ვალდებულებას თავის თავზე იღებს ფონდი „ქართუ“.

„რაც შეეხება ამ საკითხის სამართლებრივ მხარეს, საარჩევნო კოდექსი კრძალავს ისეთი ტიპის მოქმედებებს, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვას ემსახურება კანდიდატის წარმომადგენლის მეშვეობით ან ადმინისტრაციული, სახელმწიფო რესურსების გამოყენებით. აქ საუბარია არა სახელმწიფო ან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, არამედ იმაზე, რომ კერძო საქველმოქმედი ორგანიზაცია „ქართუ“ ფონდი და ბიძინა ივანიშვილი, მას ნამდვილად ეკუთვნის მადლიერება ამ გადაწყვეტილების გამო, იღებს თავის თავზე ამ ვალდებულებას. ეს არის მართლაც უდიდესი სიკეთე. ამიტომ, ეს უნდა გავმიჯნოთ იმ ტიპის სამართლებრივი ქმედებებისგან, როგორიც მაგალითად „ნაციონალურმა მოძრაობამ“  ვაუჩერების სახით განახორციელა, სადაც არის პირდაპირ ნიშნები ამომრჩევლის მოსყიდვის“, – განაცხადა ბესელიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge