primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

მე მაქვს ათჯერ ნაკლები ქონება, ვიდრე ბესელიასა და სესიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო მიცნობს - სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 21.11.2018
  • 09:52
  მე მაქვს ათჯერ ნაკლები ქონება, ვიდრე ბესელიასა და სესიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო მიცნობს - სააკაშვილი

მე მაქვს ათჯერ ნაკლები ქონება, ვიდრე ბესელიასა და სესიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო მიცნობს. მე მყავს ბევრი ყოფილი მინისტრი, მაგალითად კობა სუბელიანი, რომელიც ახლა ამერიკაში მშენებლობაზე მუშაობს, მეორე ნამგალაური ტრაილერის მძღოლია, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა.

„დიახ მე ვსაუბრობ, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, ადამიანი, რომელიც იყო პრეზიდენტი თითქმის ცხრა წელი და არაფერი არ გამაჩნია. ამიტომ მოდით, ნუ ვილაპარაკებთ ვინ რა წაიღო, ვინ რა წამოიღო. მე მაქვს ათჯერ ნაკლები ქონება, ვიდრე ბესელიასა და სესიაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მსოფლიო მიცნობს. მე მყავს ბევრი ყოფილი მინისტრი, მაგალითად კობა სუბელიანი, რომელიც ახლა ამერიკაში მშენებლობაზე მუშაობს, მეორე ნამგალაური ტრაილერის მძღოლია“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, უსამართლო სასამართლო საკუთარ თავზე იწვნია.

„გაერთიანებული ოპოზიცია სთავაზობს და გააკეთებს ამას, რომ საგადასახადო დავალიანებების საპატიმრო საერთოდ აღარ იყოს საქართველოში, ვეღარავინ ვერავინ დააშანტაჟოს პატიმრობის სახით. ეს ყველა საქმე უნდა წავიდეთ სასამართლოში. თუკი ვინმემ საკუთარ თავზე იწვნია უსამართლო სასამართლო, ვარ მე, რადგან ბებიაჩემი ისე გარდაიცვალა, მისი ქონება დაყადაღებული იყო. დედაჩემის სახლია დაყადაღებული, ჩემი ერთადერთი ქონება ყვარელში რაც არის, თითიდან გამოწოვილი ბრალდებებით მომისაჯეს რაღაც სასჯელები. რა თქმა უნდა, თუ კი ვინმეს ესმის, რას ნიშნავს დამოუკიდებელი სასამართლოს მნიშვნელობა, ვარ მე. ესენი აუცილებლად გამოიცვლებიან, რამდენიც არ უნდა ჩამოეკიდონ ხელისუფლებას, მაგრამ რამდენიმე წელიწადში იმ ხელისუფლებასაც გადაირჩევენ, რომელიც ახლა მოვა და, რომელსაც მხარს ვუჭერ. ამიტომ არანაირი სურვილი აღარ მაქვს, რომ კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ ვიღაცამ დაიწყოს დევნა.

ივანიშვილისთვის კი არა, ამას ჩემი და საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით გავაკეთებ. მე ვნახე, რას ნიშნავს უსამართლო სასამართლო, ემიგრანტობის სიმწარე. ჩვენ უნდა გავაკეთოთ სიტუაცია, როდესაც საქართველოში იქნება დამოუკიდებელი მოსამართლე, რომელიც ვერც ერთი ხელისუფლების კაპრიზზე ვერავის ჩასვამს, ვერავის მიაშანტაჟებს, მიატერორებს და ვერც სარდაფში ვერ შეიყვანს თუ ჩაიყვანს, ამაზე პასუხს აგებს და ა.შ.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge