50 დაღუპული და 72 დაშავებული - ტერაქტი ქაბულში
- მსოფლიო
- 21.11.2018
- 10:18
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომხდარი აფეთქების შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. დაშავდა 72 ადამიანი.
ქაბულში აფეთქება ქალაქის ცენტრში მდებარე ერთ-ერთ შენობაში მოხდა, სადაც წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადების დღესთან დაკავშირებული ღონისძიება მიმდინარეობდა. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. ქვეყნის პრეზიდენტმა ოთხშაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა.