საბერძნეთის სანაპიროსთან თურქეთის გემი იწვის
- მსოფლიო
- 21.11.2018
- 12:09
საბერძნეთის სანაპიროსთან თურქეთის დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემი Kilic 1-ს ხანძარი გაუჩნდა. ეკიპაჟის 11-მა წევრმა ხომალდის დატოვება მოასწრო.
გემი ტუნისადნ თურქეთში მიემართებოდა, ბორტზე ტვირთი არ ყოფილა.
ხანძარი სამანქანო განყოფილებაში გაჩნდა. გემზე 20 ტონა დიზელის საწვავია. ეკიპაჟის 11-ვე წევრი სხვა გემის ბორტზე აიყვანეს.
მომხდარის ადგილზე სანაპირო დაცვისა და სახანძრო გემები გაემართნენ.