png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს იდენტობა უნდა გავიტანოთ ევროპაში - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 21.11.2018
  • 16:15
საქართველოს იდენტობა უნდა გავიტანოთ ევროპაში - სალომე ზურაბიშვილი

ჩვენ საქართველოს იდენტობა უნდა გავიტანოთ ევროპაში, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა „ტექნოპარკში“, სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტების საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ კითხვას უპასუხა.

„უფრო აქტიური როლი უნდა ვითამაშოთ რეგიონში. ეს როლი კიდევ უფრო უნდა დავაფასებინოთ ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ საქართველოს იდენტობა უნდა გავიტანოთ ევროპაში. არ გვიცნობენ, არ იციან, რომ მათ ვჭირდებით, არ იციან, რომ გვაქვს ის ფასეულობები, რომელიც ევროპას გადარჩენისთვის სჭირდება. ორმხრივი გზა უნდა გავაძლიეროთ და ამაში ყველა უნდა ვიყოთ ჩართული, არა მარტო მთავრობა, არამედ საზოგადოება, დიასპორა. ჩვენ გვყავს დიასპორის ჯარი და მათი არგამოყენება, როგორც ელჩებისა, არის დიდი დანაშაული და ცოდვა ქვეყნის წინაშე. დიასპორა უნდა გააქტიურდეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეხვედრისას სტუდენტები დაინტერესდნენ სალომე ზურაბიშვილის მოსაზრებით გენდერულ თემატიკაზე. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, საქართველოში მისი კულტურით გენდერული თანასწორობა იდეოლოგიურადაა დაცული.

„ქალი პრეზიდენტი თუ იქნება არჩეული, ესაა მაგალითი შემდგომი თაობისთვის. გენდერული საქმე ევროპის მიბაძვით არასამთავრობოების მხრიდან არის წამოწეული. ჩემი აზრით, საქართველოში მისი კულტურით გენდერული თანასწორობა იდეოლოგიურადაა დაცული. საქართველოში თანასწორობა არის დაცული. ქალები არიან ბევრ სექტორში წარმოდგენილი. ქალებმა გადაარჩინეს ოჯახები მძიმე პერიოდში. ამ დროს, მამაკაცებს ადაპტაციის პრობლემა ჰქონდათ, ვერ თანხმდებოდნენ ყველანაირ სამსახურს. ამ დროს არ იყო თანასწორობა. ქალისთვის უფრო ადვილია, ყველაფერს შეეგუოს, რადგან შვილები ჰყავს. ამან განაპირობა, რომ ქალები არიან ძლიერები ამ ქვეყანაში.

რა პრობლემაც აქტუალური და ახალია, ესაა ძალადობის პრობლემა, ყველა იმ წნეხით გამოწვეული, რომელიც ამ ქვეყანას დააწვა. ქვეყანაა ტრავმირებული და ოჯახური ძალადობა ამის შედეგია. ფაქტია, გაიზარდა ძალადობის შემთხვევები, არ ვიცი, წარსულში რამდენად არსებობდა. ადრე ან არ იყო ან არ საუბრობდნენ. დღეს ეს სერიოზული პრობლემა მზარდია. მეორე პრობლემა, რაც რჩება, ესაა ქალები და პოლიტიკა. მეტწილად ეს განპირობებულია იმით, რომ პოლიტიკა არაპოპულარული სფეროა. მიჩნეულია, რომ ესაა ბინძური საქმე და ამიტომ, ქალისთვის ალბათ უფრო რთული შესაჩვევია. როცა ჩემი კამპანია დაიწყო, ტალახის დიდი ტალღა წამოვიდა. მე შვილები აქ არ მყავდა და არ მიფიქრია, რა გავლენას იქონიებდა ეს ჩემ შვილებზე. როგორ მოუწევდათ ამასთან ბრძოლა“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა „ტექნოპარკში“ შეკრებილ სტუდენტებს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge