primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის - ვახტანგ გომელაური

  • სამართალი
  • 22.11.2018
  • 16:19
პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის - ვახტანგ გომელაური

როგორც ჩემთვის ცნობილია, ხელყუმბარიდან აღებული ანაბეჭდები არ აღმოჩნდა ვარგისიანი დასადარებლად. როგორ ფიქრობთ, ჩვენ ვიტყვით, რომ ხელყუმბარა ჩვენ შევიტანეთ? რა თქმა უნდა, ჰქონდათ ყუმბარა, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ განუცხადა.

შეკითხვაზე რატომ არ აქვს თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალდებულის სტატუსი, გომელაურმა უპასუხა, რომ როცა ადამიანი არ იყო კონტაქტური და ლოგინს იყო მიჯაჭვული, ნორმალური არ იქნებოდა. „მე არ ვარ არც გამომძიებელი, არც პროკურორი, თუმცა ეს, რომ გაგვეკეთებინა მაშინ, როცა ადამიანი არ იყო კონტაქტური და იყო მიჯაჭვული ლოგინზე, ჩემი აზრით, არ იქნებოდა ნორმალური. ჩემს კომპეტენციაში არ შედის იმის განსაზღვრა, ბრალი უნდა წაეკითხათ თუ - არა, უბრალოდ, ჩემ აზრს ვამბობ. ადამიანურად ცუდი იქნებოდა. მერე ამას სხვანაირად შემოაბრუნებდნენ - ადამიანს, რომელიც გონზე არ არის, ბრალი წაუკითხესო”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

სუს-ის უფროსმა ასევე განმარტება გააკეთა თემირლან მაჩალიკაშვილის სახლიდან ამოღებული ხელყუმბარის დაქტილოსკოპიურ ექსპერტიზაზე.

როგორც გომელაურმა თქვა, თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებლიდან ამოღებული ხელყუმბარიდან აღებული ანაბეჭდები არ აღმოჩნდა ვარგისიანი დასადარებლად. გომელაურმა ასევე კატეგორიულად გამორიცხა ხელყუმბარის „ჩადების“ შესაძლებლობა.

"ექსპერტიზა გაგცემთ უფრო დეტალურ პასუხს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ხდება ისეთი ანაბეჭდის აღება, რომელიც არ არის ვარგისიანი, რომ დადარება მოხდეს. როგორც ჩემთვის ცნობილია, ხელყუმბარიდან აღებული ანაბეჭდები არ აღმოჩნდა ვარგისიანი დასადარებლად. როგორ ფიქრობთ, ჩვენ ვიტყვით, რომ ხელყუმბარა ჩვენ შევიტანეთ? რა თქმა უნდა, ჰქონდათ ყუმბარა! იძიებს პროკურატურა და მე არ შემიძლია ბევრ რამეზე ღიად საუბარი, თუმცა ძალიან მინდა ბევრი დეტალი მოვყვე. დრო მოვა, ალბათ, ყველაფერს ფარდა აეხდება, როცა გამოძიებაც დამთავრდება. არ ვგულისხმობ ყუმბარის შეტანა-გამოტანის თემას. ამას პროკურატურა დადებს, იყო თუ არ იყო დნმ-ს კვალი და თითის ანაბეჭდი, თუმცა რაც შეეხება უშუალოდ დაკავებას და ბრალდებული იყო თუ არა ესა თუ ის ადამიანი, ამაზე ბევრ რამეს აეხდება ფარდა. დიდი სურვილი მაქვს, დღესვე გავხსნა ეს თემა და ხალხს ვაჩვენო, რა მოხდა. ამ სპეცოპერაციით ძალიან დიდი საქმე გაკეთდა ჩვენი ქვეყნისთვის. ყოველივე ამას შემდეგ აეხდება ფარდა, თუ რას გეგმავდნენ თბილისში, ახლა ვერ ვისაუბრებ, უფლება არ მაქვს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge