primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

ბანკი "ქართუ" ზაზა ოქუაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

  • საზოგადოება
  • 22.11.2018
  • 17:11
ბანკი "ქართუ" ზაზა ოქუაშვილს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს

ბანკი "ქართუ" "ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელ ზაზა ოქუაშვილის მიერ "რუსთავი 2"-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებას განცხადებით პასუხობს. ბანკი ოქუაშვილს ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. ამასთან, ბანკი "ქართუ" ამბობს, რომ მზად არის კონკრეტული თარიღების და ფინანსური ოპერაციების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვოს.

"ომეგა ჯგუფი“ „ქართუს“ მნიშვნელოვანი მსესხებელი იმ პერიოდიდან გახდა, როცა წინა ხელისუფლებამ დაარბია „ომეგა ჯგუფი“ და დახურა ტელეკომპანია „იბერია“. ბანკი „ქართუ“ აღმოჩნდა ერთადერთი საფინანსო ორგანიზაცია, რომელიც გვერდით დაუდგა „ომეგა ჯგუფს“ და მისცა სოლიდური კრედიტი.

რაც შეეხება ზაზა ოქუაშვილის მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას:

საუბარია სესხზე, რომელიც „ომეგა“ ჯგუფმა „ქართუ“ ბანკისგან სათანადო ქონების უზრუნველყოფით წლების წინ აიღო, როდესაც „ომეგა“ ჯგუფს მრავალმილიონიანი დავალიანება წარმოექმნა თავის ერთ-ერთ კონტრაქტორთან. ვინაიდან „ომეგა“ სესხს გრაფიკის შესაბამისად ემსახურებოდა, სრულიად სტანდარტულად, მას არსებული საკრედიტო ლიმიტის და უზრუნველყოფის ფარგლებში მიეცა თანხა.

გარდა ამისა, საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომ „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერებმა თანხის მოთხოვნით „ქართუს“ რამდენიმე თვის წინ მიმართეს და ბანკისგან მიიღეს გარანტია, რომ ინკასოს მოხსნის შემთხვევაში, თანხას მისცემდნენ, ვინაიდან ბანკი პირველ რიგში დაინტერესებულია კლიენტი იყოს გადამხდელუნარიანი და არ მოუწიოს უზრუნველყოფაში არსებული აქტივების რეალიზაცია.

ასევე, გვსურს საჯაროდ მივმართოთ „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტს! მიუხედავად მათგან გავრცელებული დეზინფორმაციისა, ჩვენ ვიცავთ ყველა კლიენტის, მათ შორის „ომეგა ჯგუფის“ კონფიდენციალურობას და არ ვავრცელებთ ინფორმაციას კონკრეტული თარიღების და ფინანსური ოპერაციების შესახებ. თუმცა, თუ ისინი საჯაროდ განაცხადებენ თანხმობას ამ ინფორმაცის გასაჯაროების შესახებ, ჩვენ მზად ვართ თითოეული გადარიცხვის შესახებ გამოვაქვეყნოთ ზუსტი ინფორმაცია.

მოვუწოდებთ ზაზა ოქუაშვილს და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ძალებს, თავი შეიკავონ ბანკი „ქართუს“ მიმართ დეზინფორმაციის გავრცელებისაგან და ნუ შეეცდებიან ბანკის სახელი და კანონიერი ქმედებები პოლიტიკური სპეკულაციებისთვის გამოიყენონ", -წერია ბანკი "ქართუს" განცხადებაში.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
  • 11:41
პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge