სოფელ ქვეშში 70 წლამდე მამაკაცი მოკლეს - ცხედარს თვალები აქვს დათხრილი
- სამართალი
- 23.11.2018
- 12:31
სასტიკი მკვლელობა მოხდა ბოლნისის რაიონის სოფელ ქვეშში. ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, 70 წლამდე მამაკაცი საკუთარ სახლში მოკლეს, ყელზე თოკი მოაბეს და ცხედარი სახლიდან ტყეში წაიღეს. მას თვალები აქვს დათხრილი.
ცხედარი ტყეში მწყემსმა, ნახევრად შიშველ მდგომარეობაში იპოვა. სასტიკი მკვლელობა ბოლნისის რაიონში სავარაუდოდ 2 დღის წინ მოხდა. მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა კი, ტყის მიმდებარედ იპოვეს. ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე დაათვალიერეს სახლი და ტყეში ის ადგილი, სადაც ცხედარი იპოვეს. მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200