გრიგოლ ვაშაძემ უარი განაცხადა გადაცემა “არჩევნები 2018-ში მონაწილეობაზე - პირველი არხი
- საზოგადოება
- 23.11.2018
- 13:44
"გრიგოლ ვაშაძემ უარი განაცხადა გადაცემაში მონაწილეობაზე. ვინაიდან, გადაცემაში მხოლოდ ერთი კანდიდატის მოწვევა მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია, გადაცემა „არჩევნები 2018“ დღეს, 23 ნოემბერს ეთერში არ გავა", - ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი არხი" ავრცელებს.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ პირველმა არხმა პრეზიდენტობის კანდიდატებს, სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს გადაცემაში მონაწილეობა შესთავაზა - ნათქვამია განცხადებაში.