ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს ჩატარდება
- პოლიტიკა
- 26.11.2018
- 10:24
ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დღეს, 26 ნოემბერს ჩატარდება. შესაბამის ბიულეტენებს ცესკო-ს წარმომადგენლები საქართველოში არჩევნების მეორე ტურისთვის, 28 ნოემბრისთვის ჩამოიტანენ.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება. ეს დღე უქმე იქნება. საზღვარგარეთის საარჩევნო ოლქებში არჩევნების დღეს – 28 ნოემბერს ხმის მიცემა ღამის თორმეტ საათამდე გაგრძელდება.
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გრიგოლ ვაშაძე იყრიან კენჭს.