არას ვეუბნებით გრიგოლ ვაშაძეს და ამავე დროს არას ვეუბნებით სალომე ზურაბიშვილს - სანდრო ბრეგაძე
- პოლიტიკა
- 26.11.2018
- 12:54
„ქართული მარშის“ ნაწილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტს უცხადებს.
„ჩვენ არას ვეუბნებით გრიგოლ ვაშაძეს და ამავე დროს არას ვეუბნებით სალომე ზურაბიშვილს“, - აღნიშნა „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო ბრეგაძემ.
„ჩვენი და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკა განსხვავებულია. სალომე ზურაბიშვილი ვერ იქნება ქართველი ერის ინტერესების განმახორციელებელი. ჩვენი გზა მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას გზაა“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე.