Avon-მა შესაძლოა სამხრეთ ამერიკული ბიზნესი Cerberus-ს მიყიდოს
- ეკონომიკა
- 08.12.2015
- 15:07
კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი და გამყიდველი Avon Products Inc-ი საინვესტიციო ფონდ Cerberus Capital Management LP-თან საკუთარი სამხრეთ ამერიკული ბიზნესის მიყიდვაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Wall Street Journal-ი სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
თუ კი გარიგება შედგება, მაშინ Cerberus-ი Avon-ის უმსხვილესი აქციონერი გახდება და დირექტორთა საბჭოშიც სათანადო ადგილებს გადაინაწილებს.
გარიგების დეტალები ცნობილი არ არის. არც ისაა ცნობილი თუ რა დაუჯდება Cerberus Capital Management LP-ს ახალი აქტივი. თუმცა წინასწარი ინფორმაციით, საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე დრეში, წლის ბოლომდე გახდენა ცნობილი.
უნდა აღინიშნოს, რომ 1886 წელს დაფუძნებული Avon-ის გაყიდვები ბოლო წლებში მცირდებოდა, ეს იმ ფონზე, როდესაც მის ქსელურ მარკეტინგში 6 მლნ-ზე მეტი ადამიანია ჩართული.