ჯეკი ჩანის ქალიშვილი გოგონაზე დაქორწინდა
- მსოფლიო
- 27.11.2018
- 13:04
მსახიობ ჯეკი ჩანის ქალიშვილი ეტა უ ჩჟოლინი კანადელ გოგონაზე ენდი ოტომზე დაქორწინდა. ამის შესახებ გოგონები Instagram-ზე წერენ.
„დავბრუნდით ჰონკონგში, როგორც ცოლი და ცოლი“, - წერს ოტომი თავის პოსტში.
წყვილმა ტორონტოში იქორწინა, რის შემდეგაც ჰონკონგში გაემგზავრა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება აკრძალულია.
ეტა უ ჩჟოლინმა მაისში განაცხადა, რომ მას და მის პარტნიორს ერთი თვე ხიდის ქვეშ ცხოვრება მოუწიათ, რადგან მათი მშობლებისთვის შვილების სექსუალური ორიენტაცია მიუღებელი აღმოჩნდა.