primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

ხვალ წყდება საკითხი, თქვენი ქვეყანა გეკუთვნით თქვენ თუ ბოლომდე ჯიბეში იდებს ოლიგარქი და მისი პატრონი რუსეთი - სააკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 27.11.2018
  • 16:58
ხვალ წყდება საკითხი, თქვენი ქვეყანა გეკუთვნით თქვენ თუ ბოლომდე ჯიბეში იდებს ოლიგარქი და მისი პატრონი რუსეთი - სააკაშვილი

ხვალ წყდება საკითხი, თქვენი ქვეყანა გეკუთვნით თქვენ თუ ბოლომდე ჯიბეში იდებს ოლიგარქი და მისი პატრონი რუსეთი. ხვალ არის ერთი მხრივ ხალხის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და ივანიშვილის და რუსეთი და საქართველოს მტრების კანდიდატი, ეს მოღალატე ქალი, - ამბობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვაში, რომელიც ფეისბუქში გაავრცელა.

"მოდით ყველანი გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და მოვლის გარშემო"  - აღნიშნავს ყოფილი პრეზიდენტი.

„მაგრამ მე მინდა ერთ რამ იცოდეთ, საარჩვენო უბანში თქვენ რჩებით ერთი ერთზე საარჩევნო ყუთთან და საკუთარ სინდისთან და საკუთარ პასუხისმგებლობასთან საქართველოს ისტორიის და საქართველოს შემდგომი არსებობა-არარსებობის საკითხის გადაწყვეტის წინაშე და იქ უკვე თქვენ უნდა დადგეთ საქართველოს მხარეს.

სპეციალურად არჩევნები დანიშნეს სამუშაო დღეს, რომ ხალხი ვერ ჩავიდეს რეგიონებში თუ თქვენ მიდიხართ რეგიონებში და მანქანაში, მარშუტკაში გაქვთ თავისუფალი ადგილი, გთხოვთ, წაიყოლეთ ის ხალხი ვისაც საშუალება არ აქვს და მათაც მიაცემინეთ ხმა თავის ქვეყნის გადასარჩენად.

ხვალ წყდება საკითხი, თქვენი ქვეყანა გეკუთვნით თქვენ თუ ბოლომდე ჯიბეში იდებს ოლიგარქი და მისი პატრონი რუსეთი. ხვალ არის ერთი მხრივ ხალხის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და ივანიშვილის და რუსეთი და საქართველოს მტრების კანდიდატი, ეს მოღალატე ქალი. აი, ეს არის არჩევანი და მოდით გვერდით დავდოთ ყველანაირი ჩვენი განსხვავებები და წინააღმდეგობები.

მოდით ყველანი გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის გადარჩენის და მოვლის გარშემო. მე ვარ დარწმუნებული ჩვენს გამარჯვებაში.

ჩვენ გველოდება ძალიან დიდი გამარჯვება წინ ხვალ და ძალიან დიდი გამარჯვებები საქართველოს და მისი მომავლის საკეთილდღეოდ. ჩვენ ისევ სწრაფად წავიყვანთ, თქვენ ისევ სწრაფად წაიყვანთ, თქვენს ქვეყანას წინ, იმიტომ რომ თქვენ ხართ მთავარი შემოქმედი, ქართველი ხალხი“, - ამბობს სააკაშვილი და მოსახლეობას ჰპირდება, რომ გამარჯვების შემთხვევაში  აუცილებად გაზრდიან პენსიას და შეუმსუბუქებს საბანკო ტვირთს, - ამბობს სააკაშვილი.

„ჩვენ დავაბრუნებთ წასულ ქართველებს და შევქმნით პირობებს რომ ჩვენი ახალგაზრდობა რჩებოდეს საკუთარ ქვეყანაში და საკუთარ ქვეყანაში არსებობდეს ღირსეულად. ჩვენ აუცილებლად ავწევთ პენსიას, როგორც დაგპირდით, ჩვენ აუცილებლად შეგიმსუბუქებთ საბანკო ტვირთს, როგორც დაგპირდით და არასოდეს არ მოგვიტყუებიხართ. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ახლაა დამოკიდებული თქვენზე. ჩვენ გამარჯვებიდან გვაშორებს სულ რამდენიმე საათი, მაგრამ ახლა ყველანი უნდა აღმოვჩნდეთ მოწოდების სიმაღლეზე. ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი პატრიოტიზმის, თქვენი ღირსების. საქართველოს სჭირდება ცვლილება, ცვლილების გარეშე ის დაიღუპება. საქართველო არის დაღუპვის პირას, და მხოლოდ ხვალინდელი გამარჯვება და ცვლილება რომელიც მოყვება ამ გამარჯვებას, გადაარჩენს მას და გაიყვანს სამშვიდობოზე“,  - ამბობს ვიდეომიმართვაში მიხეილ სააკაშვილი.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
  • 04:31
“სისტემური წამება ციხეში” -  ზვიად ცეცხლაძის წერილი საზოგადოებას
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge