ავსტრია რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს
- მსოფლიო
- 27.11.2018
- 17:21
ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარინ კნაისლმა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართ ევროკავშირის სანქციების გამკაცრების საკითხი ქერჩის სრუტეში მომხდარი მოვლენების ანალიზის შედეგად გადაწყდება.
„ჩვენ განვიხილავთ შემდგომი სანქციების საკითხს. ყველაფერი დამოკიდებულია ფაქტების ანალიზზე“, - განაცხადა კნაისლმა.
სანქციების გაზრდის საკითხს ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განიხილება.