primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
08 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

კონტეინერების კონტროლის პროგრამა საზოგადოებრიობის წინაშე შეაჯამეს

  • ეკონომიკა
  • 08.12.2015
  • 16:57
 კონტეინერების კონტროლის პროგრამა საზოგადოებრიობის წინაშე შეაჯამეს

თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, UNODC-WCO კონტეინერების კონტროლის ფარგლებში, გაიმართა ღონისძიება მედიისთვის, რომელზეც საჯაროდ შეჯამდა ევროკავშირის მიერ ზემოაღნიშნული პროგრამის სამწლიანი დაფინანსება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ UNODC-ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ტოფიკ მურშუდლი, პროგრამის რეგიონული კოორდინატორი ადამ ბაჩელერი, ასევე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციიდან - პროგრამის კოორდინატორი ნორბერტ შტეილენი. საპატიო სტუმართა შორის იყვნენ საქართველოში პროგრამის დონორი ქვეყნების (აშშ, გერმანია, იაპონია, კანადა, ნიდერლანდის სამეფო) საელჩოების წარმომადგენლები, ასევე, პროგრამის მონაწილე ქვეყნების (უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი) ელჩები.

ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.

კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, 2012 წლის მაისში ფოთში და 2015 წლის აპრილში თბილისში, შეიქმნა კონტეინერების კონტროლის დანაყოფები, სადაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები ერთობლივად ახორციელებენ საქართველოში იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტულად გადაადგილებული ტვირთების კონტროლს.

საქართველოში პროგრამის დანერგვისა და განვითარების მიზნით, ევროკავშირმა მთელი რიგი ღონისძიებები დააფინანსა. კერძოდ, ფოთისა და თბილისის ერთობლივი დანაყოფებისათვის შეძენილ იქნა სპეციალური ეკიპირება, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისათვის საჭირო ხელსაწყოები, საშიში ქიმიური ნივთიერებების იდენტიფიცირების ორი მოწყობილობა (HazMat Device). დანაყოფის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ოცამდე სხვადასხვა სახის სწავლება - რისკების მართვის, დათვალიერების ტექნიკის, ორმაგი დანიშნულების საქონლის კონტროლის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ქიმიური პრეკურსორების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა საკითხებზე. სწავლებებს ატარებდნენ გაეროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპერტები. ამასთან, რეგულარულად ხორციელდებოდა პროგრამის განვითარების მონიტორინგის მისიები. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს სასწავლო ვიზიტები ჰქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, პაკისტანში, ნიდერლანდის სამეფოსა და ფინეთში.

მთლიანობაში, 2012 წლიდან, ევროკავშირის მიერ საქართველოში კონტეინერების კონტროლის პროგრამის განვითარებაზე მილიონ ევრომდე დაიხარჯა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
  • 13:19
პროკურატურამ, გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
  • 13:11
კვლავ ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ - პარიზი, ლონდონი, ბერლინი, რომი
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
  • 12:22
ფინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას - ვალტონენი
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
  • 11:09
აშშ ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით - აშშ-ის საელჩო
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • 11:43
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
  • 09:22
ქუთაისში „ავტო გალერის“ ახალი მულტიბრენდული სივრცე გაიხსნა
ანა ონიანი - ტრავიატა,  ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
  • 01:25
ანა ონიანი - ტრავიატა, ვერბიეს მუსიკალური ფესტივალი
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
  • 21:08
ანა ონიანი ვერბიეს ფესტივალის აკადემიის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge