ქობულეთში შუა ხნის მამაკაცი მოკლეს
- სამართალი
- 28.11.2018
- 14:08
ქობულეთში, სოფელ ჩაისუბანში შუა ხნის მამაკაცი მოკლული იპოვეს.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, მამაკაცი გზასთან ახლოს, ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული.
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
უბნის რწმუნებულის თქმით, შემთხვევა საავტომობილო გზასთან ახლოს მოხდა და საარჩევნო უბანთან სიმშვიდეა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200