ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას, ხვალინდელ დღეს - გიორგი გახარია
- პოლიტიკა
- 28.11.2018
- 16:33
შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკუთარი არჩევანი მთაწმინდაზე, N5 უბანზე დააფიქსირა.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მოსაბეზრებელია და საქმის კეთების დრო მოვიდა.
„ხმა მივეცი ქვეყნის სტაბილურ, მშვიდობიან განვითარებას, ხვალინდელ დღეს. ცოტა არ იყოს, წინასაარჩევნო ციებ-ცხელება მოსაბეზრებელია და უკვე საქმის კეთების დრო მოვიდა. ეს დროში გაჭიანურდა და მოგვენატრა რეალური, ყოველდღიური მუშაობა, რომელსაც ხვალიდან შევუდგებით“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.