საარჩევნო უბნების 99.7%-ში დათვლილი ხმების მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი -59.56%, გრიგოლ ვაშაძე - 40.44%
- პოლიტიკა
- 29.11.2018
- 09:31
საარჩევნო უბნების 99.7%-ში დათვლილი ხმების მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი 59.56%-ით იმარჯვებს, გრიგოლ ვაშაძეს კი 40.44% აქვს.
ამ დროისთვის ზურაბიშვილს ამომრჩეველთა ხმების 59.56% აქვს, რაც რაოდენობრივად არის 1 146 063 ხმა.
ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 778 167 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 40.44%-ია.
ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3694 უბანი, რაც საარჩევნო უბნების 99.7%-ია.