ნიუ იორკის აეროპორტში დონალდ ტრამპის ლაინერს თვითმფრინავი დაეჯახა
- მსოფლიო
- 29.11.2018
- 11:22
აშშ-ის პრზიდენტის დონალდ ტრამპის ლაინერს ნიუ-იორკის ლა-გუარდიას აეროპორტში სხვა თვითმფრინავი დაეჯახა. ამის შესახებ „ასოშიეიტედ პრესი“ იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, ორძრავიანი თვითმფრინავი - Bombardier Global Express-ი ფრთით გამოედო სადგოზმე გაჩერებუოლ Boeing 757-ს, რომელსაც ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის დროს იყენებდა.
კომპანია Trump Organization-მა მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა და აღნიშნა, რომ თვითმფრინავი სადგოზმე იყო გაჩერებული და არ გამოიყენებოდა.
გავრცელებული ცნობით, Bombardier Global Express-ის ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.