უკრაინა თურქეთს რუსული გემებისთვის ბოსფორის სრუტის ჩაკეტვის თხოვნით მიმართავს
- მსოფლიო
- 29.11.2018
- 13:45
კიევი აპირებს მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას თხოვნით, ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსული გემებისთვის ბოსფორის სრუტე ჩაკეტოს.
ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა იგორ ვორონჩენკომ განაცხადა.
„მე, როგორც სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, დარწმუნებულოი ვარ, რომ მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს, რომ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთმა აგრესია განახორციელა... ბოსფორის სრუტის ჩაკეტვის თხოვნით ვაპირებთ მივმართოთ თურქეთის რესპუბლიკას“, - აღნიშნა ვორონჩენკომ.
25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნეს. დაიჭრა 6 უკრაინელი სამხედრო, 23 მეზღვაური კი რუსულმა მხარემ დაატყვევა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარს უკრაინის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.