სამწუხაროდ, ვაშაძისგან მილოცვა ჯერ არ მიმიღია, ველოდები - სალომე ზურაბიშვილი
- პოლიტიკა
- 29.11.2018
- 13:56
სამწუხაროდ, ვაშაძისგან მილოცვა არ მიმიღია, ველოდები - ასე უპასუხა საპარეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის შეკითხვას მიულოცა თუ არა გაერთიანებუილი ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ არჩევნებში გამარჯვება.
„სამწუხაროდ, ვაშაძისგან მილოცვა ჯერ არ მიმიღია, ველოდები“, - თქვა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან კომენტარი საპატრიარქოსთან გააკეთა, სადაც ის დღეს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.