ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
- სამართალი
- 09.12.2015
- 11:19
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სხვისი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე, კახაბერ ტყებუჩავა დააკავა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ მოქალაქეს მოატყუა, თითქოს დასაქმებული იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და დაეხმარებოდა მას ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის უგამოცდოდ აღებაში. აღნიშნულის სანაცვლოდ, კახაბერ ტყებუჩავამ დაზარალებულ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვა 1 200 აშშ დოლარი.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200