1 დაღუპული და 40 დაშავებული - აშშ-ში ბავშვთა საფეხბურთო გუნდის ავტობუსი გადატრიალდა
- მსოფლიო
- 03.12.2018
- 16:57
ამერიკის არკანზასის შტატში ავტობუსი, რომელსაც ბავშვთა საფეხბურთო გუნდის წევრები გადაყავდა, ამოტრიალდა. დაიღუპა 1 ბავშვი, 40 კი დშავდა.
„დაშავდა სულ მცირე 40 ადამიანი, დაშავებულთა შორის უმეტესობა ბავშვია“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ავტობუსი ტეხასიდან ტენესის შტატის ქალაქ მემფისში მიდიოდა, ის საავტომობილო გზიდან გადავარდა და გადატრიალდა. მღძოლი პოლიციას ჩვენებას აძლევს.