აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეხუთე ფლოტის მეთაურმა ბაჰრეინში თავი მოიკლა
- მსოფლიო
- 04.12.2018
- 12:34
აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეხუთე ფლოტის მეთაურმა სკოტ სტირნიმ ბაჰრეინში თავი მოიკლა. ამის შესახებ CNN-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მომხდარის დეტალები უცნობია.
მანამდე აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ ვიცე-ადმირალი სკოტ სტირნი ბაჰრეინის სამეფოს ტერიტორიაზე თავის რეზიდენციაში გარდაცვლილი იპოვეს.
სტირნის მოვალეობას მისი ყოფილი მოადგილე კონტრ-ადმირალი პოლ შლიზი შეასრულებს. ამერიკის შეიარაღებული ძალების მეხუთე ფლოტის ოპერატიული პასუხისმგებლოს ზონაში შედის სპარსეთის ყურე და ინდოეთის ოკეანის ნაწილი. მეხუთე ფლოტი ბაჰრეინშია ბაზირებული.