primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა მუშაობა დაიწყეს

  • სამართალი
  • 04.12.2018
  • 13:00
თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა მუშაობა დაიწყეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს „სისტემური განახლების“ ფარგლებში დღეს ქ. თბილისში მართლწესრიგის ოფიცრებმა დაიწყეს მუშაობა.

მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი წარმოადგენს კრიმინალური პოლიციის ახალ დანაყოფს, რომელმაც ეტაპობრივად სრულად უნდა ჩაანაცვლოს კრიმინალური პოლიციის საუბნო მიმართულება და უბნის ინსპექტორის მოძველებული ინსტიტუტი.

მართლწესრიგის ოფიცერი საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მოდელია, რომელიც მსოფლიოში დანაშაულის პრევენციის აპრობირებული ინსტრუმენტია.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, კახაბერ საბანაძემ, მართლწესრიგის ოფიცრების ფუნქცია-მოვალეობებზე ისაუბრა.

„ახალი პოლიციელი - მართლწესრიგის ოფიცერი და ეს ინსტიტუტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში ინერგება. ჩვენი მიზანია, ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველვყოთ საზოგადოებრივი უსაფრთხოება, მართლწესრიგი და პარალელურად განვახორციელოთ პრევენციულ საპოლიციო მიდგომებზე გადასვლა. ამისთვის დღეიდან მართლწესრიგის ოფიცრები ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო საქმიანობას და დანაშაულის პრევენციისკენ მიმართულ ღონისძიებებს განახორციელებენ.

მართლწესრიგის ოფიცრის ძირითად ფუნქცია-მოვალეობებში შედის არასრულწლოვნებთან დაკავშირებული პრობლემები, ოჯახური კონფლიქტები, ქალთა მიმართ ძალადობა, უკანონო მიგრაცია, სხვადასხვა რისკ-ჯგუფები და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მუშაობა. ასევე, მართლწესრიგის ოფიცრის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საპოლიციო სერვისების დროული და ეფექტური მიწოდება მოსახლეობისთვის. მართლწესრიგის ოფიცრები მჭიდრო კომუნიკაციაში იქნებიან არასამთავრობო და სამთავრობო  ორგანიზაციებთან, ასევე, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებთან. მჭიდრო კონტაქტი ექნებათ საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან და მანდატურებთან. ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია ასევე იქნება შესწრებულ დანაშაულზე რეაგირება. რაც მთავარია, მართლწესრიგის ოფიცრის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებებში დანაშაულის პრევენციული საქმიანობის განხორციელება.

მინდა წარმატება გისურვოთ თითოეულ თქვენთაგანს ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეში. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ იმ მიზანს, რისთვისაც შეიქმნა ეს ინსტიტუტი. ჩვენ შევძლებთ და საზოგადოებას შევთავაზებთ უსაფრთხო გარემოს, დავიცავთ მართლწესრიგს და უზრუნველვყოფთ საზოგადოების თითოეული წევრის უფლების და თავისუფლების დაცვას.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისთვის, ამ ინსტიტუტის და ამ პროექტის ინპლემენტაციის პროცესში. მათი მხარდაჭერა იყო ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ასევე, მინდა ზოგადად, მადლობა გადავუხადო მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემური რეფორმირების მხარდაჭერისთვის.“ - განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო-პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო-პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge