მიუნხენში ოქროს მონეტებისგან ნაძვის ხე დადგეს
- მსოფლიო
- 04.12.2018
- 13:48
გერმანულმა კომპანია Pro Aurum-მა მიუნხენში ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ხე დადგა. მისი ღირებულება 2,3 მლნ ევროს შეადგენს.
„ის ბრჭყვინავს, ბრწყინავს, ანათებს“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. ნაძვის ხე პირამიდის ფორმისაა და სამი მეტრის სიმაღლისაა. ის Wiener Philharmoniker-ის ოქროს მონეტებით არის მორთული.
ნაძვის ხის ღირებულება 2,3 მლნ ევროს შეადგენს და ევროპაში ყველაზე ძვირადღირებულია.
ნაძვის ხე მიუნხენში კომპანიის ოფისში 3-დან 15 დეკემბრამდე იქნება. მისი ნახვა ოფისის სამუშაო საათებშია შესაძლებელი. ნაძვის ხეს 24-საათის განმავლობაში იცავენ.