სომხეთში სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - არის მსხვერპლი
- მსოფლიო
- 04.12.2018
- 14:49
სომხეთში სამხედრო თვითმფრინავი სუ-25 ჩამოვარდა. დაიღუპა ორივე პილოტი. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანი იუწყება.
სომხეთის შეიარაღებული ძალების თვითმფრინავთან კავშირი დღეს დილით დაიკარგა. ის სასწავლო-საწვრთნელ ფრენას ასრულებდა. თვითმფრინავი გიუმრის აეროპორტიდან აფრინდა. ბორტზე ეკიპაჟის ორი წევრი იმყოფებოდა.
სუ-25 მარალიკის რაიონში, მთებში ჩავარდა.