აშშ-ში თვითმფრინავი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა თერაპიის ცენტრის შენობას დაეჯახა (ვიდეო)
- მსოფლიო
- 04.12.2018
- 15:05
აშშ-ში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვთა თერაპიის ცენტრის შენობას დაეჯახა და აფეთქდა. ამ ფაქტის ამსხაველი ვიდეო YouTube-ზე გამოქვეყნდა.
ავიაკატასტროფა ქალაქ ფორტ-ლოდერდეილში მოხდა.
მედიის ცნობით, ინციდენტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდნენ. თერაპიის ცენტრში მყოფმა ადამიანებმა კი შენობის დატოვება მოასწრეს.
დაწყებულია გამოძიება.