png.ge
png.ge
png.ge
16+
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
14 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ნიკა რურუას ცხედარი, გვიან ღამით საკუთარ სახლში გადაასვენეს

  • საზოგადოება
  • 05.12.2018
  • 09:51
 ნიკა რურუას ცხედარი, გვიან ღამით საკუთარ სახლში გადაასვენეს

ექსპერტიზის ბიუროდან ნიკა რურუას ცხედარი მის საცხოვრებელ სახლში, სადაც მისი ნათესავები, მეგობრები და თანამებრძოლები იყვნენ შეკრებილი, გვიან ღამით გადაასვენეს. პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა ოჯახის წევრების თანდასწრებით, გულის შეტევით გარდაიცვალა. 

ნიკა რურუა 1968 წლის 17 მარტს დაიბადა. ის 2008 წლის 10 ოქტომბრიდან – 2012 წლის 25 ოქტომბრამდე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი. ის იყო საქართველოს მეექვსე და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი.

ის სწავლობდა თბილისის მე-9 მუსიკალურ და 53-ე საშუალო სკოლაში, რომლის 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის მე-2 მუსიკალურ სასწავლებელში. მისი დასრულების შემდეგ ჩააბარა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ტელე-სარეჟისორო ფაკულტეტზე. თეატრალურ ინსტიტუტში სტუდენტობის პარალელურად იღებდა მონაწილეობას ეროვნული მოძრაობის მიერ წამოწყებულ საპროტესტო საქმიანობაში საქართველოში კომუნისტური წყობილების შეცვლისა და საქართველოსათვის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მისაღწევად. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ როგორც მოხალისე იღებდა მონაწილეობას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში, რისთვისაც დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით.

1997-2001 წლებში სწავლობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ატლანტაში, ჯორჯიის შტატის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სკოლაში. შეერთებულ შტატებში სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა ამერიკის სამოქალაქო თავისუფლებათა კავშირის (ACLU) პრაქტიკანტად. 2001 წელს მიენიჭა იურისპრუდენციის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი (JD).

2001 წელს რურუა დაბრუნდა საქართველოში და მუშაობას დაიწყო ევროგაერთიანების პროგრამა GEPLAC-ში (სამართლებრივი ანალიზისა და იურიდიული რჩევის ქართულ-ევროპული ცენტრი), სადაც ხელმძღვანელობდა საქართველოს სამეწარმეო სამართლის ნორმების ევროპულ სამეწარმეო სამართლის ნორმებთან ჰარმონიზაციის პროექტს. ამის პარალელურად, თანამოაზრეებთან ერთად აარსებს ყოველდღიურ გაზეთ 24 საათს სადაც მუშაობას იწყებს როგორც სამართლებრივი მიმომხილველი და ამავე გაზეთის ყოველკვირეული დამატება „სამართლის” რედაქტორი. 2003 წელს გამოუშვა ესსეებისა და სტატიების კრებული “თავისუფლების კანონი”.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის  - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:29
გვერდით მიგულე ძმაო, ყველგან და ყოველთვის - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge