png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებებზე, 22 პირია სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული - ნათია მეზვრიშვილი

  • სამართალი
  • 05.12.2018
  • 10:06
არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებებზე, 22 პირია სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული - ნათია მეზვრიშვილი

22 პირია სულ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, როგორც მმართველი პარტიის ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები, არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებებზე- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, ტელეკომპანია „იმედზე“, გადაცემაში „პირისპირ“.

მისი თქმით, წელს, გასულ წელთან შედარებით სამინისტროს რეაგირება იყო ეფექტიანი და ხარისხიანი

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ  დანაშაულის თითოეულ ფაქტზე, რომელთან დაკავშირებითაც უწყებაში შეტყობინება  შემოვიდა გამოძიება დაუყოვნებლივ დავიწყეთ. საკმაოდ მოკლე დროში, თუ არ ვცდები 4-5 დღე გავიდა, აი, ამ მოკლე დროში,  ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები მოვიპოვეთ, რომ  გამოძიებები უკვე გარკვეულ კონდიციამდე მივიდა. აქედან 8 ფაქტი არ დადასტურდა და გამოძიება უკვე შეწყდა, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. ამ ეტაპზე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ არის 2 ფაქტი, რაზეც უახლოეს დღეებში უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ოღონდ წინასწარ არ მინდა ამ საკითხზე საუბარი. ამ 24 ფაქტის ფარგლებში ჩვენ გამოვიკვლიეთ და დავადგინეთ როგორც ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერების ისე მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის  ფაქტები. ჯამში, შემიძლია გითხრათ, რომ 22 პირია სულ სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული, როგორც მმართველი პარტიის ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და მხარდამჭერები არჩევნებთან დაკავშირებით ჩადენილ დანაშაულებებზე, რომელთაგან ნაწილში ჩვენ გამოვკვეთეთ პოლიტიკური მოტივი და შეიძლება ითქვას, რომ წელს ამ მხრივ, შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირება და ეს არ არის ჩვენი შეფასება, ასე შეაფასეს სამინისტროს რეაგირება საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმაც - საკმაოდ ეფექტიანი და ხარისხიანი იყო გასულ წელთან შედარებით, ასევე, ძალადობის ფაქტების კლებაც შეინიშნება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა. 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge