პრეზიდენტის ინაუგურაციაზე მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს - სალომე ზურაბიშვილი
- პოლიტიკა
- 05.12.2018
- 12:50
საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უცხოეთის ქვეყნების დელეგაციებიც იქნება მოწვეული.
„უცხოურ დელეგაციებთან მოსაწვევები დაიგზავნება. მოვიწვევთ ყველას, ვისთანაც დიპლომატიური ურთიერთობა გვაქვს, შემდეგ მათი გადასაწყვეტია ვინ დაესწრება“, – აღნიშნა არჩეულმა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ინაუგურაციას დაესწრება მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.
სალომე ზურაბიშვილმა დღეს დაადასტურა, რომ ინაუგურაცია თელავში ჩატარდება.
საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.