სლოვაკეთმა რუსი დიპლომატი ჯაშუშობისთვის ქვეყნიდან გააძევა
- მსოფლიო
- 05.12.2018
- 14:27
სლოვაკეთმა ჯაშუშური საქმიანობისთვის რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი სლოვაკეთის პრემიერ მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობთ იუწყება.
„ჩვენ ის 22 ნოემბერს გავაძევეთ და მან სლოვაკეთი 48 საათის განმავლობაში დატოვა“, - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა პეტერ პელეგრინიმ.