ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
- საზოგადოება
- 06.12.2018
- 11:33
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ცხრა სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ისინი ამ დრომდე ქუთაისის სამედიცინო დაწესებულებაში რჩებიან.
დაშავებულები თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძემ მოინახულა.
ცნობისთვის, გუშინ, ქუთაისი-ხონის დამაკავშირებელ გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა.
არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სავალ გზაზე გადავიდა, რის გამოც მიკროავტობუსმა მკვეთრად დაამუხრუჭა.