ილია მეორემ ნიკა რურუას ოჯახს სამძიმრის წერილი გაუგზავნა
- საზოგადოება
- 06.12.2018
- 14:23
კათალიკოს-პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო ნიკა რურუას პანაშვიდზე მივიდა. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, პატრიარქის სამძიმრის წერილი მიიტანა.
"ჩვენ მოვიტანეთ მისი უწმინდესობის და უნეტარესობის კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორის სამძიმრის წერილი. დავლოცეთ მისი სული და ვლოცულობთ მისი სულის შეწყალებისთვის. ღმერთმა აცხონოს და გაანათლოს. ის იყო ადამიანი, რომელიც ალბათ სადაც არ უნდა წასულიყო ყველგან დიდი წარმატებას მიაღწევდა." - თქვა მეუფე შიომ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა რურუა 4 დეკემბერს, 50 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სავარაუდოდ, გულის შეტევით არის გარდაცვლილი.