png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

ჰააგის გამოძიება გახდება სამართლის აღსრულების საფუძველი, მიუხედავად იმისა, რამდენად გავლენიანია დანაშაულის ჩამდენი მხარე - გოჩა ლორთქიფანიძე

  • სამართალი
  • 06.12.2018
  • 15:51
ჰააგის გამოძიება გახდება სამართლის აღსრულების საფუძველი, მიუხედავად იმისა, რამდენად გავლენიანია დანაშაულის ჩამდენი მხარე - გოჩა ლორთქიფანიძე

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი სახელმწიფოების ასამბლეის (ASP) სესიაზე სიტყვით გამოვიდა. გოჩა ლორთქიფანიძემ ღონისძიების მონაწილეებს − 123 ქვეყნის დელეგაციის წევრებს −  რომის სტატუტის 20 წლისთავი მიულოცა და იმ მოლოდინებზე ესაუბრა, რაც საქართველოს ჰააგის სასამართლოსგან აქვს.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლო არის ქმედითი იარაღი საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელებისათვის. გოჩა ლორთქიფანიძის თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სხვა საერთაშორისო ორგანოებისაგან გამოარჩევს და განსაკუთრებულ ძალას ანიჭებს ის, რომ მას აქვს კონკრეტული, სამართლებრივი ბერკეტი მართლმსაჯულების განსახორციელებლად და შეუძლია პრაქტიკული, ქმედითი დახმარება გაუწიოს საერთაშორისო დანაშაულებების მსხვერპლთ და ეს მხარდაჭერა არ იყოს შემოფარგლული მხოლოდ დიპლომატიური განცხადებებით.  

გოჩა ლორთქიფანიძემ თავის სიტყვაში აღნიშნა, რომ ჰააგის სასამართლოს, როგორც საერთაშორისო მართლმსაჯულების აღმასრულებელი ორგანოს,  ეფექტურობა დიდადაა დამოკიდებული იმაზე, რომ მისი უფლებამოსილება გავრცელდეს არა მარტო რომის სტატუტის ხელმომწერ ქვეყნებზე, არამედ ყველა ქვეყანაზე, მათ შორის, იმათზეც, ვინც საკუთარი ნებით არ თანამშრომლობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო მართლმსაჯულების განხორციელების რწმენა ემყარება რწმენას, რომ დანაშაული, ჩადენილი მსხვერპლზე ბევრად ძლიერი ძალაუფლების მქონე სახელმწიფოს მოქალაქეების მხრიდან, დაუსჯელი არ დარჩება და სამართლიანობა, ყველაფრის მიუხედავად, ყველასთვის აღდგება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ისაუბრა, აგრეთვე, საქართველოს თანამშრომლობაზე ჰააგის სასამართლოსთან. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის მხრიდან საქართველოს  ოკუპაცია მიმდინარეა და დღესაც გრძელდება, ქართველი ხალხი, საქართველოს მთავრობა, აგვისტოს ომის დროს დაზარალებული თითოეული მოქალაქე ამ თანამშრომლობისაგან მოელის ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველ სამხედრო ტყვეთა წამებისა და მკვლელობის, სამოქალაქო პირების მკვლელობისა და წამების დანაშაულებში ბრალის მქონე პირების გამოვლენასა და დასჯას.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურატურის გამოძიება გახდება საერთაშორისო სამართლის აღსრულების საფუძველი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად გავლენიანი და  ძლიერია დანაშაულის ჩამდენი მხარე“, −  თქვა გოჩა ლორთქიფანიძემ.

ჰააგაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს გამართავს ჰააგის სასამართლოს განმწესრიგებელთან, პროკურორის ოფისის წარმომადგენლებსა და სხვა თანამდებობის პირებთან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge