ნიუ იორკში, ბომბის არსებობის გამო CNN-ის ბიუროდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა
- მსოფლიო
- 07.12.2018
- 11:41
განგაში, რომელიც ნიუ იორკის ცენტრში CNN-ის ბიუროში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის გამო გამოცხადდა, ცრუ აღმოჩნდა.
პოლიციაში შევიდა სატელეფონო ზარი CNN-ის ბიუროში ბომბის არსებობის შესახებ, რის გამოც სასწრაფოდ განხორციელდა Time Warner Center-ის შენობის ევაკუაცია, მათ შორის გაიყვანეს CNN-ის შოუს მონაწილეებიც, შოუ პირდპირ ეთერში გადაიცემოდა.