png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

თუ მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის გათავისუფლება დაგვავალა, რატომ არის დღეს დილით ის საპატიმროში - წულუკიანი

  • კომენტარები
  • 07.12.2018
  • 15:12
თუ მინისტრთა კომიტეტმა მერაბიშვილის გათავისუფლება დაგვავალა, რატომ არის დღეს დილით ის საპატიმროში - წულუკიანი

 

მსურს, ოპონენტებს ასეთი კითხვა დავუსვა, თუ კი გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაში მინისტრთა კომიტეტმა მთავრობას დაგვავალა, ვანო მერაბიშვილის გათავისუფლება, რატომ არის დღეს დილით ვანო მერაბიშვილი საპატიმროში, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კიდევ ერთხელ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მთავრობისთვის მერაბიშვილის გათავისუფლების რჩევის მიცემის აუცილებლობა არ არსებობს.

„კიდევ ერთხელ ვთხოვ ყველას, ჩახედოს გუშინ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებას, სადაც წერია, რომ მთავრობის არგუმენტები გაიზიარეს და უარყვეს ის არგუმენტები, რომლებიც ოთარ კახიძემ მარტში, ივნისსა და შემდგომ პერიოდში წარადგინა. კახიძე ითხოვდა, დავალებული ყოფილიყო მერაბიშვილის საპატიმროდან გათავისუფლება, თუმცა კახიძის, ბოკერიასა და სხვების პოზიციები არ გაიზიარეს.

თქვენ გახსოვთ ბატონი ბოკერია ბევრს ყვიროდა პარლამენტში, რომ ეს საქმე არის ტიმოშენკოსა და მამადოვის მსგავსი, ეს ყველაფერი უარყოფილ იქნა და ცალსახად ითქვა, რომ მერაბიშვილის საქმე არ არის სხვების მსგავსი, რადგან მერაბიშვილი არა ერთი განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, მათ შორის ერთ-ერთი არის გირგვლიანი-ენუქიძის საქმე. ცალსახად აღინიშნა, რომ მერაბიშვილის გათავისუფლება და ამგვარი დავალების მიცემა საქართველოსთვის მთავრობისთვის აუცილებელი და მიზანშეწონილი არ არის.

ასევე ცალსახად ითქვა, რომ მისი წინასწარი დაკავება და პატიმრობა ორ კონკრეტულ საქმეზე იყო კანონიერი, რადგან სწორედ ამას ასაჩივრებდა მერაბიშვილი სტრასბურგის სასამართლოში. ასევე ითქვა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდზე, სადაც დადგინდა დარღვევა, გამოძიება განახლდა.

შესაბამისად, ოპონენტებს მინდა, მოვუწოდო, თავი დაანებონ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რადგან პატიმარს სჭირდება, ჰქონდეს რეალური ინფორმაცია, რა ხდება გარეთ, იქნება ეს თბილისისა თუ სტრასბურგის ორგანოები. არ მგონია, ვინმეს ეპატიებოდეს, რომ მსჯავრდებულს მედიის საშუალებით უთვლიდეს არასწორ ინფორმაციებს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო, განაახლოს მერაბიშვილის საქმის შესწავლა 1348-ე სხდომაზე, რომელიც არაუგვიანეს 2019 წლის ივნისში გაიმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge