ქუთაისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა
- საზოგადოება
- 10.12.2018
- 10:46
ქუთაისში, ახალგაზრდობის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, რომლის მიზეზი წინასწარი ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის დაგროვება გახდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში 75 წლის ასაკის მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც მსუბუქად დაშავდა.
დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.