png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ვითხოვთ, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას - გიორგი ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 10.12.2018
  • 13:56
ვითხოვთ, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას - გიორგი ვაშაძე

გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, ოპოზიცია სასამართლოს სარჩელით მიმართავს.

"ჩვენ სასამართლოში შეგვაქვს სარჩელი, გამოვიკვლიეთ ყველა ფაქტობრივი გარემოება და ვითხოვთ, სალომე ზურაბიშვილის რეგისტრაციიდან მოხსნას, ამას ითვალისწინებს საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლი, რომელშიც არის ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბარი. არჩევნების დანიშვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე აკრძალულია: საარჩევნო სუბიექტების, საარჩევნო სუბიექტების კანდიდატებისა და მათი წარმომადგენლების მიერ პირადად ან ვინმეს მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ფულადი სახსრების, საჩუქრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობათა გადაცემა, მიუხედავად მათი ღირებულებისა, შეღავათიან ფასად საქონლის მიყიდვა, უფასოდ ნებისმიერი საქონლის, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული სააგიტაციო მასალის მიწოდება ან გავრცელება. აგრეთვე საქართველოს მოქალაქეების დაინტერესება ფულადი სახსრების გადაცემის დაპირებით.

ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, ერთის მხრივ 600 ათას ადამიანზე თაღლითური დაპირება, რომ რაღაც სესხები გაუუქმდებათ, არანაირ 600 ათას ადამიანს არ უუქმდება, მაგრამ ეს არის პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა, მეორე, ყველას კარგად გვახსოვს ხახვები, კარტოფილები, უფასო მეორადი ტანსაცმლის დარიგება, ამ ყველაფრის ვიდეო მასალა გვაქვს, რომელსაც ჩვენ წარვადგენთ სასამართლოში", - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, მათ სარჩელს თან ერთვის, ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის დასკვნა, სადაც პირდაპირ მითითებულია, რომ არჩევნები მასობრივი მოსყიდვის პირობებში მიმდინარეობდა.

გიორგი ვაშაძე პრემიერისა და თბილისის მერის მიმართ ამომრჩევლის მოსყიდვის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღძვრასაც ითხოვს. 

"ჩვენ ამის გარდა მივმართავთ პროკურატურას და ვითხოვთ სისიხლის სამართლის კოდექსის 164-პირველი პრიმა მუხლის შესაბამისად აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიმართ, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა, როცა ამ მასობრივ მოსყიდვას აწარმოებდა პირდაპირ ეთერში და ბატონი კალაძის მიმართ, რომელიც შტაბს ხელმძღვანელობდა და რომელმაც ასევე პირდაპირ დანაშაული ჩაიდინა თავის განცხადებაში. გვესმის, რომ საქართველოში სიტყვა გამოძიებას შინაარსი აქვს დაკარგული, მაგრამ ჩვენ ამ ყველაფერს ვაფიქსირებთ", – დასძინა გიორგი ვაშაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge