ტერეზა მეიმ Brexit-ის შესახებ კენჭისყრა გადადო - მედია
- მსოფლიო
- 10.12.2018
- 16:38
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტის კენჭისყრა Brexit-ის შესახებ გადადო.
სააგენტო ბლუმბერგის ცნობით, პრემიერ მინისტრმა კენჭისყრის გადადების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ის გააფრთხილეს, რომ იმყოფება „გამანადგურებელი მარცხის“ გზაზე.
ევროკავშირთან Brexit-ის შესახებ შეთანხმებაზე კენჭისყრა 11 დეკემბერს იყო დაგეგმილი. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი შეთანხმებას მხარს არ დაუჭერს, არსებობს კიდევ სხვა ვარიანტი, რომლის მიხედვით დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს შეთანხმების გარეშე დატოვებს (no-deal),რაც ზოგიერთი ექსპერტის აზრით, ქვეყნისთვის ეკონომიკური კატასტროფა იქნება. დოკუმენტს, რომელსაც ტერეზა მეი საუკეთესო გარიგებას უწოდებს, აკრიტიკებენ, როგორც ოპოზიციონერები, ისე კონსერვატორები.
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს 2019 წლის 29 მარტს დატოვებს.