სალომე ზურაბიშვილი მაიკ პომპეოს ტელეფონით ესაუბრა
- პოლიტიკა
- 11.12.2018
- 10:28
საქართველოს ახლადარჩეულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
გავრცელებული ცნობით, სახელმწიფო მდივანმა სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, სახელმწიფო საქმეში წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ ახლადარჩეული პრეზიდენტი ვიზიტს აშშ-ში უახლოეს მომავალში განახორციელებს.
ამავე ინფორმაციით, მაიკ პომპეომ სალომე ზურაბიშვილთან საუბრისას კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.