დიდუბეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 მანქანა დაზიანდა
- სამართალი
- 11.12.2018
- 12:47
თბილისში, დიდუბის მეტროსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, HONDA-ს მარკის ავტომობილმა ექვსი მანქანა დააზიანა.
მძღოლი დიდი სიჩქარით მოძრაობდა და ის გაჩერებულ ავტომობილებს შეეჯახა.
ავტომობილი სავარაუდოდ, მძღოლს არ ეკუთვნოდა. ის სამართალდამცველებმა ადგილზე დააკავეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს გამოძიება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200