Facebook-ის შენობიდან აფეთქების საფრთხის გამო ევაკუაცია განხორციელდა
- მსოფლიო
- 12.12.2018
- 10:19
კალიფორნიის შტატის ქალაქ მენლო-პარკში კომპანია Facebook-ის კამპუსის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ შენობიდან აფეთქების საფრთხის გამო ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ ტელეარხი NBC პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება.
ქალაქ მენლო-პარკის პოლიციის ცნობით, Jefferson Drive-ის ქუჩაზე შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენისა და გაუვნებელყოფის ქვედანაყოფი ადგილზე იმყოფება.
ტელეარხის ცნობით, კამპუსის ტერიტორიაზე პოლიციის ავტომობილები იმყოფება.