ბატონო პუტინო, ეს ომია - პოროშენკო რუსეთის პრეზიდენტს მიმართავს
- მსოფლიო
- 12.12.2018
- 11:50
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ Fox News-თან ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს მიმართა და ქერჩის სრუტეში მომხდარ მოვლენებს ომი უწოდა.
„ბატონო პუტინო, ეს აგრესიაა, ბატონო პუტინო, ეს ომია. ეს არ არის არც ხუმრობა და არც ინციდენტი“, - განაცხადა პოროშენკომ.
მან ასევე რუსი სამხედროების ქმედებას უკრაინული გემებისა და მეზღვაურების დაკავების შესახებ აგრესია უწოდა.
25 ნოემბერს, რუსეთის მხრიდან უკრაინული გემების მიმართ თავდასხმა განხორციელდა. რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი. დღემდე დატყვევებულია 23 უკარინელი მეზღვაური. რუსული მხარე, ტრადიციულად, უკრაინას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს.