სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება
- პოლიტიკა
- 12.12.2018
- 13:18
საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.
აღნიშნული ვიზიტი სალომე ზურაბიშვილმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაიასთან დღევანდელ შეხვედრაზე განიხილა.
შეხვედრის შემდეგ ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს დაუდასტურა.
როგორც ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრებს ნატო-სა და ევროკავშირში გამართავს.